Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ყუბასარი![]()
BiographyXII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კარზე "გაზრდილი", გაქრისტიანებული "ნაყივჩაღარი". დემნა (დემეტრე) უფლისწულის აჯანყების დროს ყუბასარი ყივჩაღთა რაზმით გიორგი III-ის მხარეზე დადგა და მნიშვნელოვნად განაპირობა მეფის გამარჯვება, რისთვისაც ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის სახელოები მიიღო. მასვე ებოძა აჯანყებულთათვის ჩამორთმეული მამულების ნაწილი, მათ შორის სახელო მამულად - ივანე ორბელის ნაქონი ლორე. თამარის გამეფებისთანავე გიორგი III-ის მიერ დამცრობილ ფეოდალთა მოთხოვნით მეფე იძულებული გახდა დაავადებული ყუბასარისთვის სახელოები და ლორე ჩამოერთმია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.661
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |