Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ჩხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რკინიგზის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით 1975 წელს. 1975-1980წწ. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის განყოფილებაში; 1980-1985წწ. იყო აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის სამმართველოს მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე; 1985-1988წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრაობის სამსახურის სახეობრივი დატვირთვის განყოფილების უფროსი და მოძრაობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 1988-1992წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაგონმშენებლობის, სავაგონო მეურნეობის და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვების პროცესების მართვის კათედრის გამგედ; 1994-1995წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1998წწ. - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე და საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; 1995-2003წწ. წლიდან შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი; 1993-2004წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის რკინიგზის გადაზიდვების კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის საერთაშორისო გადაზიდვების ექსპერტი. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს რკინიგზის აღორძინების საქმეში; მისი უშუალო თაოსნობით თბილისში აშენდა ახალი, ევროპული დონის სპორტკომპლექსი (გაიხსნა 2001 წლის 26 მაისს), რომლის შემადგენლობაშია "ლოკომოტივის" სტადიონი; რკინიგზის გზათა მიმოსვლის ექსპლუატაციის ინჟინერი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996); უილმინგტონის (აშშ) უნივესიტეტის პროფესორი (2000). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.939; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.154; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.278 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |