Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ქართველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1945 წელს. 1945-1957წწ. მუშაობდა თბილისში, მოსკოვისა და დონის როსტოვის საწარმოებსა და დაწესებულებებში; 1957-1969წწ. კათედრის დოცენტად საქართველოს პოლიტქნიკურ ინსტიტუტში; 1960 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის სამშენებლო-საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების, ხოლო 1979 წლიდან სამშენებლო ინდუსტრიული მექანიკის მოწყობილობების კათედრის გამგე. ი. ქართველიშვილს ეკუთვნის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი 30 გამოგონების, 1 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. მეცნიერი საგზაო-სამშენებლო მანქანებისა და მოწყობილობების დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.463; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ გამოცემა: news.gtu.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 249-250 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |