Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სეხნია ჩხეიძე![]()
Biographyქართლის სამეფო კარის მოლარეთუხუცესი. მისი საისტორიო თხზულება "ცხოვრება მეფეთა" მოიცავს 1653-1739 წწ. პერიოდის ქართლ-კახეთის მეფეთა თავგადასავალს; ვახტანგ VI-ის თავგადასავლის გადმოცემისას საინტერესო ცნობებს გვაწვდის თბილისის დაუფლებისათვის კონსტანტინე კახთა მეფის (მაჰმადყული-ხანის) სამხედრო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ყიზილბაშთა დახმარებითა და ჭარელი ლეკების დაქირავებული რაზმებით იბრძოდა; ვახტანგის მარცხის ერთ-ერთ მიზეზად მემატიანე ქართლის მეფის მხრივ ძალთა რეალური თანაფარდობის შეუფასებლობას ასრულებს; ძრახავს კონსტანტინე კახთა მეფეს თბილისის "აოხრებისათვის": კახი ბატონი შეუხდა ქალაქსა, ააოხრა, ამოსწყვიდნეს მოქალაქენი, აიკლეს საქონელი ურიცხვი, შეუხდენ სიონსა, დასწვეს, შეადგინეს სიწმინდე, ხატი პატიოსნისა სიონთა ღუთის-მშობელი წაიღეს, დღესაც არ ვიცით რა უყვეს". წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.941; http://qim.ge/sexnia%20chxeidze.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |