The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჭოხონელიძე

რევაზ ჭოხონელიძე
Date of birth:11 February, 1938
Date of death:6 November, 2014  (at 76 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1957 წლიდან ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლ "სალხინოს" მოცეკვავე(ხელმძღვანელი გ. დარახველიძე); 1965 წლიდან იყო რუსთავის ცეკვის ახალგაზრდა ანსამბლის მოცეკვავე–მსახიობი(ხელმძღვანელი რ. ხონელიძე, გ. დარახველიძე); 1967 წლიდან ანსამბლ "სალხინოს" ხელმძღვანელი, შემდეგ ამ ანსამბლს შეუერთდა ხალხური სიმღერის შემსრულებელთა ჯგუფი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით; 1971 წელს ანსამბლი "სალხინო" გადაკეთდა სახელმწიფო ანსამბლად და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო ვოკალურ–ქორეოგრაფიული ანსამბლი "რუსთავი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე); განახლებულ ანსამბლში მისი დადგმები: "ფრესკა"(საგალობლების თანხლებით), "ხორუმი"(სიმღერით), "საქორწინო სიუიტა", "ფშაური–ხანჯლებით"; მოღვაწეობდა როგორც მთავარი ქორეოგრაფი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში "ერისიონი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ჯ. ჭკუასელი); გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი რევაზ ჭოხონელიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II მიერ საუკუნის ქორეოგრაფად წოდებული.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 572

Awards and Honors

  • 2006 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2003 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • 1962 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი, ოქროს მედალი (ჰელსინკი)
  • 1959 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი, ოქროს მედალი (ჰელსინკი)

Share: