შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჭოხონელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1957 წლიდან ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლ "სალხინოს" მოცეკვავე(ხელმძღვანელი გ. დარახველიძე); 1965 წლიდან იყო რუსთავის ცეკვის ახალგაზრდა ანსამბლის მოცეკვავე–მსახიობი(ხელმძღვანელი რ. ხონელიძე, გ. დარახველიძე); 1967 წლიდან ანსამბლ "სალხინოს" ხელმძღვანელი, შემდეგ ამ ანსამბლს შეუერთდა ხალხური სიმღერის შემსრულებელთა ჯგუფი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით; 1971 წელს ანსამბლი "სალხინო" გადაკეთდა სახელმწიფო ანსამბლად და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო ვოკალურ–ქორეოგრაფიული ანსამბლი "რუსთავი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე); განახლებულ ანსამბლში მისი დადგმები: "ფრესკა"(საგალობლების თანხლებით), "ხორუმი"(სიმღერით), "საქორწინო სიუიტა", "ფშაური–ხანჯლებით"; მოღვაწეობდა როგორც მთავარი ქორეოგრაფი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში "ერისიონი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ჯ. ჭკუასელი); გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი რევაზ ჭოხონელიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II მიერ საუკუნის ქორეოგრაფად წოდებული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 572 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |