The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი მინდაძე

ალექსი მინდაძე
Date of birth:7 March, 1911
Date of death:7 September, 1985  (at 74 years)
Burial location:თბილისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ოზურგეთის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1932 წელს.

1942 წელს მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1943-1945 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური სამმართველოს უფროსი; 1945-1949 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის I მოადგილე; 1954-1966 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი; 1966 წლიდან ამავე კათედრის გამგე იყო. იგი შეისწავლიდა ნერვული სისტემის ინფექციურ, ტრამვულ და სისხლძარღვოვან პათოლოგიურ პრობლემებს. ფართოდ იყენებდა კვლევის ფიზიოლოგიურ მეთოდებს. აღწერა ახალი სიმპტომი ლუმბო-საკრალური რადიკულიტის დროს და სხვა. ექიმისა და პოეტის ბიძინა მინდაძის მამა. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.708; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.176-177; კლინიკური ნევროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში : მოგონებები / ალექსი მინდაძე, ხუტა პაჭკორია // ავერსი.-თბილისი, 2021.-N 10(193).-გვ. 64-66

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1939-)

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: