The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ხამაშურიძე

Legal name:ვლადიმერ ხომაშურიძე
Date of birth:31 March, 1903  (122 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი

დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და მუსიკალური სასწავლებელი; 1925–1928წწ. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური), შემდეგ 1928 წლიდან ლენინგრადის კონსერვატორიაში(ვოკალური).

მღეროდა კ. მაღრაძის გუნდში; 1926–1972წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ბანი); მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე (1937, 1958); ქართული რეპერტუარი: ცანგალა, ენგიჩარი(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "ლატავრა"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მგოსანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), როსტომ–ბრძენი(გრ. კილაძე "ბახტრიონი", 1936, პრემიერა), ნაკაშიძე–ვეზირი, მეფე გიორგი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), ალისკანტი(ი. გოკიელი "პატარა კახი", 1943, პრემიერა), მამამზე, როსტევანი(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა", "ამბავი ტარიელისა"), ამილახვარი(გრ. კილაძე "ლადო კეცხოველი"), ალმასხანი(ა. ბალანჩივაძე "მზია", 1949, პრემიერა), მინდია(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"), არწივი(ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი", 1954, პრემიერა), მახრების მეფე(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); სხვა რეპერტუარი: მეფე(ვერდი "აიდა", 1934, ქართულ ენაზეც), კარდინალი(ჰალევი "რახილი"), მარსელი(მეიერბერი "ჰუგენოტები"), ვარლაამი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი", 1945).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 577

Awards and Honors

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1937 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: