The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თედეევი

გიორგი თედეევი
Date of birth:3 November, 1926  (98 years)
Date of death:20??
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1971 წელს.

1943–1966 წლებში მოღვაწეობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, როგორც ოსური ხალხური ცეკვების სოლისტ-შემსრულებელი, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. პარალელურად, 1948–1952 წლებში იყო ჯავის რაიონის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი, 1954–1955 წლებში–ცხინვალის კულტურის სახლის დირექტორი, 1957 წლიდან–საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის (ხელმძღვ. ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი) სოლისტი–მოცეკვავე. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოსური ლირიკული ცეკვის "ხონგაქავთის" (ცეკვა "მიპატიჟება") მაღალპროფესიული შესრულებით. მაღალი ოსტატობა, მოხდენილი სვლა, მკაცრი, თავშეკავებული პლასტიკა საშუალებას აძლევდა გიორგი თედეევს შეექმნა ამა თუ იმ ხალხური ცეკვის დასამახსოვრებელი, საინტერესო ვარიანტი. 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა ცხინვალში. მისი სახელი მიენიჭა ცხინვალის №1 მუსიკალურ სკოლას (2014).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.641; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.70

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: