| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1942 წელს. იყო მჭრელი იარაღის რაციონალური გამოყენების სათავო საპროექტო საწარმოო საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს თბილისის ფილიალის დირექტორი; 1969–1978წწ. ს. კიროვის სახელობის თბილისის ჩარხმშენებელი ქ-ნის დირექტორი ორმოცდაანი წლებიდან მუშაობდა 31 საავიაციო ქარხანაში (ამჟამინდელი თბილავიამშენი) სხვადასხვა პოზიციაზე, იყო ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1978–1982წწ. თბილისის "ორგპრომინსტრუმენტის" ქარხნის დირექტორი. ნაშრომისთვის "გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის პროგრესული მეთოდებისა და საშუალებების კვლევა, შექმნა და დანერგვა", სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, 1975 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-მექანიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 513; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

