Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე ჯანდიერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს (პედაგოგი ა. წერეთელი). 1959-1990 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო; მის ცეკვას ახასიათებს ფორმის სინატიფე, ტრაგიკული ჟღერადობა; პარტიები: ოდეტა-ოდილია, ავრორა, ფრანჩესკა (პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "ფრანჩესკა და რიმინი"), კიტრი (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), მირტა (ა. ადანის "ჟიზელი"), ირემა, ნატაშა (დ. თოდაძის "გორდა", "მშვიდობისათვის"), გოგონა (ფ. ღლონტის "განთიადი"), მედეა (რ. გაბიჩვაძის "მედეა") და სხვა; გადაღებულია ფილმში "პრომეთე" (დადგმა მ. ლავროვსკისა, მუსიკა ა. სკრიაბინისა, 1983); 1968 წელს კლასიკური ბალეტის მსახიობთა საკავშირო (ყოფილი სსრკ) კონკურსზე ლაურეატის I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, 1969 წელს მოსკოვში გამართულ პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე III პრემიის ლაურეატი, 1972 წელს ვარნის ბალეტის მსახიობთა საერთაშორისო კონკურსის III პრემიის ლაურეატი გახდა. 1991 წლიდან თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია. ბალერინა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1003; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ვებ-გვერდი: opera.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.324 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |