The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ღაღანიძე

მერაბ ღაღანიძე
Date of birth:12 January, 1961  (57 years)
Category:Theologian, Literary scholar, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასპირანტი.

1984 წელს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში; 1985-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1985-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1994-1997 წლებში დომინიკელთა ორდენის ქრისტიანული კულტურის ცენტრში პრაჰაში; 1997-2001 წლებში კარლოსის უნივერსიტეტში პრაჰაში; 2002-2004 წლებში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში; 2003-2004 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2003-2006 წლებში ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრში თბილისში; 2004-2006 წლებში შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში თბილისში; 2005-2008 წლებში წმინდა თომა აკვინელის პაპის უნივერსიტეტში რომში; 2006-2011 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისში; 2011 წლიდან ასწავლის თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში; ავტორია 200-მდე პუბლიკაციისა ლიტერატურის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე, მათ შორის შვიდი წიგნის; მისი რედაქციით გამოდის ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრისა და ქართული წიგნის მხარდაჭერის ფონდის "მემკვიდრეობის" გამოცემები, ფილოლოგიურ კვლევათა წელიდწდეული "წახნაგი"; სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა 1988 წელს, ეძღვნებოდა დავით გურამიშვილის პოეზიას; მინიჭებილი აქვს საგანგებო დიპლომი სულიერი თეოლოგიის სპეციალობით; ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; არის სხვადასხვა საბჭოს, კომისიისა და სარედაქციო კოლეგიის წევრი.

Bibliography


Share: