| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ჩარკვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საჩხეური, ლეჩხუმის მაზრა. დაამთავრა ქ. პეტერბურგის სამხედრო-ქირურგიული აკადემია 1914 წელს. ქ. ყარსის ციხე-სიმაგრის უმცროსი ექიმი (1914); 1914-1919წწ. პირველი მსოფლიო ომის ირანის ფრონტზე მოქმედი არმიის დრაგუნთა მეცხრამეტე პოლკის უფროსი ექიმი; 1919-1923წწ. ლეჩხუმის სოფელ დერჩში მოაწყო საექიმო პუნქტი და პუნქტის გამგედ დაინიშნა; ქედის რაიონის საავადმყოფოს გამგეა (1923); 1923 წლიდან ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს გამგეა; 1923-1934წწ. ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორია; 1933-1937წწ. კითხულობდა ლექციებს მეანობა-გინეკოლოგიაში ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში; 1934-1941წწ. იყო ბათუმის ქალაქის სამშობიარო სახლის სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; 1939-1940წწ. ლექციებს კითხულობდა ფიზიოლოგიაში ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1949-1959წწ. ბათუმის მთავარი მეან-გინეკოლოგია; 1949 წლიდან იყო აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; ავტორია 50-მდე ნაშრომისა, მათ შორის 1 მონოგრაფიაა; მისი შრომები შეეხება კლინიკური და თერაპიული მეანობისა და გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, რომლებიც იბეჭდებოდა საქართველოსა და საბჭოეთის პრესტიჟულ ჟურნალებში; 1957 წელს მისი თაოსნობით დაარსდა აჭარის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე თავად იყო; პირველად მან შეასრულა და დანერგა აჭარაში საშოსმხრივი ექსტირპაციები; მეან-გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი დამაარსებელი აჭარაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939). პროფესორ ლევან ჩარკვიანის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.83; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.763-765; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; ი. ი. ჩარკვიანი : ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1959. - 24 სექტემბერი. -გვ.4 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

