Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო ჯიბლაძე![]()
Biographyდაბადების ადეგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" (1972 წლიდან ქალაქთგეგმარების განყოფილების უფროსი; 1974 წლიდან იყო თბილისის მთავარი არქიტექტორული გეგმარებითი სამმართველოს უფროსი, ქალაქის მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე; 1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში; ნამუშევრები: დიღმის საცხოვრებელი რაიონის დაგეგმარება (1960-იანი წლები, ავტორთა კოლექტივთან ერთად); თბილისის გენგეგმა 2000 წლისათვის (1971; ავტორი, პროექტის მთავარი არქიტექტორი; გ. შავდიასთან, ი. ჩხენკელთან, გ. ჯაფარიძესთან ერთად); რკინიგზის ვაგზლის შენობა თბილისში (1988; ავტორთა ჯგუფთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); სახლების სერია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ძეგლები თბილისში: გალაქტიონის (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე), აკად. გ. წერეთლის (მოქანდაკე გ. ოჩიაური). მონაწილეობდა კონკურსებში; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1009-1010; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.748; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |