The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილი

Legal name:ნიკოლოზ მღვდელი
Date of birth:17??
Date of death:1810
Category:Calligrapher, Writer

Biography

მოღვაწეობდა XVIII -XIX საუკუნეში. იგი თავის დროზე ცნობილი "მწერალთაგანი" იყო. გადაწერილი აქვს უმეტესად სასულიერო შინაარსის წიგნები: კურთხევანი, 1758 წლისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A- 1465),  თვეთა მეტყველება 1802 წლისა (A-1321); კურთხევანი 1760 წლისა (A-465); აგრეთვე საერო შინაარსის წიგნები: მსოფლიო ისტორია 1769 წლისა (A-657), წიგნი ისტორია-ზნეობრივი არაკების კრებული, 1793 წლისა (A-1168). 1774-1779 წლებში შეადგინა და თავისი ხელით გადაწერა სადევგმირო და სამიჯნურო თხზულებების (შაჰნამე, ბაამიანი, ყარამანიანი, ბარამიანი, ბარამგურიანი, ჩარდარვიშიანი, თამარიანი და სხვ.) დიდი კრებული (A-858, 860, 999) წერდა მხედრულად და ნუსხურად. იმ დროისათვის ცნობილი გადამწერები იყვნენ მისი ვაჟებიც: კორნილიე ანუ კორნილიოსი და თომა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.88


Share: