The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი თოდაძე

გივი თოდაძე
Date of birth:9 May, 1926
Date of death:22 June, 2021  (at 95 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1951 წელს.

1951–1992 წწ. მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში: "ქუთოლქპროექტი", "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალი, "ქუთქალაქპროექტი" და სხვ.; 1975-1976 წწ. იყო ქუთაისის მთავარ მხატვრად; 1992 წლიდან იყო ინდივიდუალური საწარმოს "იერსახეს" დირექტორი. ძირითადი ნამუშევრები: მაუდის ფაბრიკის საბავშვო ბაღი (ქუთაისი, 1957, არქიტ. თ. კოპტანაშვილთან ერთად); რუსთაველის სახელობის ხიდი (1965; ინჟ. გ. ჩომახიძე), სამხატვრო გალერეა (1976, არსებული შენობის რეკონსტრუქცია არქიტ. ს. გაგუასთან ერთად); მეგობრობის მემორიალი "ნიკეა - ქუთაისი" (1985, არქიტ. გ. ჯაბუასთან ერთად, მოქანდაკე – გ. ნიკოლაძე); ქორწინების სახლი (თერჯოლა, 1965), სამხატვრო გალერეა (თერჯოლა, 1967). 2011 წელს მიენიჭა არქიტექტურის რაინდის წოდება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.77-78; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.412

Awards and Honors

  • 2017 - ღირსების ორდენი
    ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 2003 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - თერჯოლის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის იმერეთის მხარისა და ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეში
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: