Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ ღონიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს. მუშაობდა სამგორის ჰიდროელექტროსადგურების მორიგე ინჟინრად, ელექტროტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად, რუსთავის საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტში უფროს ინჟინრად. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის კათედრაზე. აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე, 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. გამოქვეყნებული აქვს 2 სახელმძღვანელო ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ინჟინრებისთვის, მრავალი სასწავლო ამოცანა და მეთოდური მითითება. მის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საქართველოსა და მსოფლიო წამყვან ჟურნალებში მისი დახმარებით გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1978), პროფესორი (1988). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.596; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.349-350 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |