Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ყიასაშვილი![]()
Biography1984 წლიდან ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1980 წლიდან საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ეკუთვნის ნაშრომები ინგლისური რენესანსის პერიოდისა და თანამედროვე ლიტერატურასა და თეატრზე: "შექსპირი" (1959), "შექსპირის სამყაროში" (1966), "ჯ. ჯოისის ცნობიერების ნაკადის მეთოდის ზოგიერთი თავისებურება" (1971), "შექსპირი და XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურა" (1973, 1974, რუსულ და გერმანულ ენებზე), "კლასიკის ადაპტაციის პრობლემა" (1975), "ნესტორის ეპიზოდი როგორც "ულისეს" პარადიგმა" (1978, გერმანულ ენაზე), "ქვეყანა სცენაა როგორც "ჰამლეტის" სტრუქტურული ელემენტი" (1979, 1981, ქართულ და რუსულ ენებზე), "შექსპირი და XX საუკუნის მექანისტური ცივილიზაცია" (ოლბანი, აშშ, 1979, ინგლისურ ენაზე), "ქართული რიჩარდ III" (ვაშინგტონი, 1980, ინგლისურ ენაზე). ეკუთვნის თარგმანები: ჯ. ჯოისის "ჯაკომო ჯოისი" (1969, ქართულ და რუსულ ენებზე), ჰ. პინტერის "დარაჯი" (1975), ჯ. ჯოისის "ულისე" (წიგნი I, 1983), შეადგინა და გამოსცა კრებული ''ქართული შექსპირიანას'' 5 ტომი (1959-1979). მისი საერთო რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოიცა შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებული ქართულ ენაზე (ტ. 1, 1983, ტ. 2, 1985). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის გამგე (1970-1981). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.641 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |