Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1980 წელს. 1968-1969 და 1971-1982წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში"; 1970 წელს "ლოკომოტივში"; სსრკ ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი (7 გოლი); ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976); ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981); სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 245 მატჩი (79 გოლი); სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და ხუთგზის მესამე (1971, 1972, 1976 გაზაფხული, 1976 შემოდგომა, 1981) პრიზიორი; სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980); სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1977); გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (115 გოლი); იყო თბილისის "დინამოს" (1984-1985, 1988-1991, 1995-1998), "ლოკომოტივის" (1988), ნიქოზიის "ოლიმპიაკოსის" (კვიპროსი, 1992-1993), იაროსლავლის "შინიკის" (რუსეთი, 1998), ქუთაისის "ტორპედოსა" (1999-2000, 2000-2001) და საქართველოს ნაკრების (1997, 1999-2001) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით "დინამო" (1990, 1995, 1996, 1997) და "ტორპედო" (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, იმავე "დინამომ" (1995, 1996, 1997) და "ტორპედომ" (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს. 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0:4); 1993 წელს მისი სახელი მიენიჭა გურჯაანის ცენტრალურ სტადიონს, 2001 წელს კი – საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ფეხბურთელი, ნახევარმცველ-თავდამსხმელი. აღიარებულია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1977). წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.ge; ქართული სპორტის ოქროს წიგნი/ელგუჯა ბერიშვილი. -თბ., 2013. -გვ.194; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.654; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.175 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |