Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(სადირიჟორო), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს, ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(სადირიჟორო). 1966 წელს თბილისში შედგა დებიუტი, ამავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1994 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, საოპერო მომზადების, საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი, საოპერო სტუდიის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", "წითელქუდა", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", მ. დავითაშვილი "ქაჯანა"; ბალეტები: ფ. ღლონტი "განთიადი"(1967, პრემიერა), ს. ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"(1973, პრემიერა), ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"; სხვა რეპერტუარი, ოპერები: პუჩინი "ბოჰემა", "ტოსკა", ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "დონ კარლოსი", "ბალ-მასკარადი", "ოტელო", როსინი "სევილიელი დალაქი"; ბალეტები: პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული", "დუენია", ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"; გასტროლები: პოლონეთი(1969), გერმანია(1990), იტალია(1991), მალტა, რუსეთი, ბელორუსია, ბალტიისპირეთი; საოპერო მომღერალ თ. გურგენიძის მეუღლე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 597 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |