The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე ყიფიანი

ნოე ყიფიანი
Date of birth:27 January, 1887
Date of death:15 November, 1965  (at 78 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პროგიმნაზია 1903 წელს; თბილისის ქართული კლასიკური გიმნაზია 1906 წელს; პარიზის უნივერსიტეტის (სორბონი) მეცნიერებათა  ფაკულტეტი 1912 წელს.

1912-1913წწ. მუშაობდა სადისერტაციო თემაზე მინერალოგია-პეტროგრაფიაში აკადემიკოს ალფრედ ლაკრუას ხელმზღვანელობით, ხოლო აკადემიკოს ემილ ჰაგის ხელმძღვანელობით - გეოლოგაში; 1915 წლიდან მუშაობდა კავკასიის მუზეუმში; 1918-1925წწ. იყო ამავე მუზეუმის (1919 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი) დირექტორი; საქართველოში უმაღლესი გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი; 1921-1924წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის პირველი გამგე; 1930-1935წწ. ხელმძღვანელობდა გეოლოგიის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, 1938-1945წწ. - სოხუმის პედაგოგიურ, 1945-1957წწ. - ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. შრომები ძირითადად შეეხება საქართველოს ნეოგენური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. პროფესორი (1930).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.655; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge


Share: