Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე თხორჟევსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი, უკრაინა. ცოლთან, ალექსანდრა ალექსანდრეს ასულთან(30.XII. 1855 (11.I. 1856), ოდესა, – II. 1933, ლენინგრადი) ერთად ხშირად აქვეყნებდა ლექსებს საერთო ფსევდონიმით "ივან-და-მარია". XIX საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს ცოლ-ქმარი თბილისში ჩამოვიდა და აქაურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაება. მათი ნაწარმოებები იბეჭდებოდა იუმორისტულ ჟურნალ "ფალანგაში", რომელიც 1880–1881 წლებში გამოდიოდა თბილისში რუსულ ენაზე. ამ ჟურნალის აკრძალვისთანავე, 1881 წლის დეკემბრიდან, ივანე თხორჟევსკიმ ადგილობრივი პროგრესული ძალების დახმარებით გამოსცა მხატვრულ-იუმორისტული ჟურნალი "გუსლი"(1881–1882), რომელშიც იბეჭდებოდა მისი, აგრეთვე დ. ერისთავის, დ. მინაევის, ა. პლეშჩეევის, ა. პალმის და სხვათა ნაწარმოებები. მას დიდ დახმარებას უწევდნენ ცნობილი ქართველი პუბლიცისტი ნ. ნიკოლაძე და სხვა ქართველი მოღვაწეები. 1901 წელს ივანე თხორჟევსკის თაოსნობით გამოიცა ჟურნალი "არგონავტი". მის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი დაიკავა ქართულმა თემატიკამ. 1897 წელს თბილისში გამოვიდა კრებული "ქართული პოეზიის ნიმუშები", რომელშიც წარმოდგენილია მის მიერ თარგმნილი გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ა. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, რ. ერისთავის და სხვათა ნაწარმოებები. ეს იყო ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ერთ-ერთი პირველი კრებული რუსულ ენაზე. გარდაიცვალა თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.153
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |