The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ივაშკინი

დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1981  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

1918-1925წწ. სწავლობდა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1925 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლენინგრადის თეატრალურ ტექნიკუმში, გამოდიოდა ესტრადაზე; 1933 წელს მიიწვიეს ბაქოს უ. ჰაჯიბეკოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის მსახიობად, რეჟისორად და პედაგოგად; 1984 წლიდან მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პარალელურად ასწავლიდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ესტრადისა და თეატრთან არსებულ ბალეტის სტაჟიორთა კურსებზე. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კლოდ ფროლო (ც. პუნის "ესმერალდა"), განსი (ა. ადანის "ჟიზელი"), ბარმალეი (ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი"), როტბარდი (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ბრაბანციო (ა. მაჭავარიანის "ოტელო"), შახი (დ. თორაძის "გორდა"), ფრონდოსო (ა. კრეინის "ლაურენსია") და სხვ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: პ. ჩაიკოვსკის "მაკნატუნა" (1936), კ. დელიბის "კოპელია" (1940), ლ. ჰეროლდისა და პ. ჰერტერის "ამაო სიფრთხილე" (1971), კრეინის "ლაურენსია" (1970); ერევანში - კ. დელიბის "კოპელია" (1940); ბაქოში - პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა" (1933).

 წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.8

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: