The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან გვენცაძე

ვალერიან გვენცაძე
Date of birth:16 January, 1913
Date of death:17 January, 1995  (at 82 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღადიში, ამბროლაურის რაიონი.

ქუთაისის რკინიგზის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (1934-1936წწ.) სწავლობდა თბილისის სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა სიღნაღის (1936) და სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში (1937); 1938 წლიდან იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზაალ ბარათაშვილი (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ჟამთაბერი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), კაკუტა, ლოპიანე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "ცხოვრების ჯარა"), ანჟელო (ვ. ჰიუგოს "ანჟელო"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დიმიტრი (ალ. ჩხაიძის "დიდი ზარი"), ვლადიმერ ბარათაშვილი (გ. იმერელის "ლანდები"), რუბენ მინდელოვი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვ. მონაწილეობს ფილმებში: "მაიაკოვსკი იწყებდა ასე..." (კ. პიპინაშვილი, 1958), "პიერი-მილიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965), "მალე გაზაფხული მოვა" (ო. აბესაძე, 1967), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (დ. რონდელი, 1967), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ლ. გორდელაძე, 1971), "ზვარაკი" (გ. ჩირაძე, 1990) და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.9; ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 62; kino-teatr.ru

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: