Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბესალომ ყურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. 1950-1951 წწ. მუშობდა ქ. ბაქოს მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ მუშობდა სარკინიგზო ობიექტების აღდგენაზე დასავლეთ უკრაინაში, კარპატებში; დემობილიზების შემდეგ, 1952-1973 წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილმეტრომშენში"; 1973-1976 წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" მმართველი; 1976-1978 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსი და საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1978-1989 წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1990 წლიდან მუშაობდა "თბილმეტრომშენში". 1973 წელს სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ყვარლის ღვინის (ქინძმარაულის) და სკრის ხილის მიწისქვეშა საცავები, თბილისის მეტროსადგურები: "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი", "ავლაბარი", "300 არაგველი", "ისანი", "სამგორი" და "სამედიცინო ინსტიტუტი", თბილისის აეროპორტის გზა, მნიშვნელოვანი სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტები საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. გვირაბმშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის პროფესორი, ამავე სპეციალობების სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.664; ამბები.GE: საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |