შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილი ზუევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. სწავლობდა ლეიდენსა და სტრასბურგში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ციმბირის ექსპედიციაში. 1781 წელს აკადემიის დავალებით მოაწყო ექსპედიცია შავიზღვისპირეთის შეუსწავლელი ადგილების გამოსაკვლევად. 1787 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი წიგნი "1781 და 1782 წწ. სანქტ-პეტერბურგიდან ხერსონამდე მოგზაურობის ჩანაწერები", რომლის ერთი ნაწილი მთლიანად საქართველოს ეხება. ავტორი ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის, განსაკუთრებით სამეგრელოს შესახებ. იგი აღწერს ფლორას და ფაუნას, მეგრელების ეთნიკურ ტიპს, ყოფას, წეს-ჩვეულებებს, მეურნეობას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ტყვის სყიდვის შესახებ. რუსი მეცნიერი ბუნებისმეტყველი, მოგზაური. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.400 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |