Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაბრიელ მდინარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954 წლიდან ოზურგეთის თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: გაიოზი (გ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), დათიკო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პლატონი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ექიმი (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ჯილბერტო (ვ. ჰიუგოს "მარიამ ტიუდორი"), გაბრიელი (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), ქსანთე (გ. ფიგეირედოს "მელა და ყურძენი"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), პორფირე ბიაშვილი (დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება") და სხვ. 2012 წელს ოზურგეთის თეატრის წინ მას გაუხსნეს ვარსკვლავი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.32; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.302; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 642 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |