Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ადეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში; 1970 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა: 1975-1980წწ. იყო საქართველოს კპ ლენინის რაიკომისა და თბილისის ქალაქკომის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, ქ. თბილისის ლენინის რაიონის რაიკომის მდივანი, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1981 წელს მუშაობდა მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილედ; სს "თბილქალაქმშენის" მთავარი მენეჯერი; მონაწილეობდა გლდანის მასივის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, ფონიჭალისა და დიდი დიღმის დასახლებების განაშენიანება-კეთილმოწყობაში; ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიისა და საჩხერეში მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების სამშენებლო კადრებთ უზრუნველყოფას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.37
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |