The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ სულთანიშვილი

მიხეილ სულთანიშვილი
Date of birth:27 March, 1898
Date of death:1975  (at 76 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზია 1915 წელს. 1915 წლიდან დაიწყო მუშაობდა ავლაბრის რკინიგზელთა და სხვა წარმოება-დაწესებულებათა კლუბებში. სხვადასხვა დროს თამაშობდა: სოხუმის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ყვარელის და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში. შესრულებული აქვს 200-მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: გოჩა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ოტია ჯოლია, ფაშა (ვ. გუნიას "და-ძმა"), მახუთიანი (ა. ცაგარელის "ციმბირელი"), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), იასონი, დათა (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), თავადი ზაალი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ინსტრუქტორი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება'), გენერალი ევდოკიმოვი (ი. ვაკელის "შამილი"), გრაფი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), ბრაბანციო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვ.; 1944 წელს ყვარელში ჩამოაყალიბა თეატრის მოყვარულთა დასი. სხვადასხვა თეატრებსა და დრამატულ კოლექტივებში დადგმული აქვს 120- მეტი სპექტაკლი, მათ შორის აღსანიშნავია: შ. დადიანის "გეგეჭკორი", ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", ალ. ყაზბეგის "არსენა", ა. წერეთლის "პატარა კახი", გ. ქელბაქიანის "გამოცდები", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "სამი სიცოცხლე" (1924), "შავ მთებში" (1941), "ჭრიჭინა" (1954), "აბეზარა" (1956), "მაია წყნეთელი" (1959), "ხევისბერი გოჩა" (1964), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "დიდოსტატის მარჯვენა" (განმგეთუხუცესი, 1970) და სხვ. მღეროდა მ. კავსაძის, ვ. მათურელის და სხვათა გუნდებში. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.33

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: