Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ჯერ სცენის თანამშრომლად, შემდეგ კი მსახიობად (1945). ამ თეატრის სცენაზე პირველად ითამაშა ილუას როლი ა. ცაგარელის კომედიაში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (რეჟისორი გ. ჟურული); 1954 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იგი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის წამყვანი სოლისტია, სადაც მრავალი საინტერესო და ორიგინალური სცენური სახე შექმნა. საოპერო სტუდიისა და მუსკომედიის თეატრების სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: თანდარუხი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), თავადი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ავთანდილი (შ. დადიანის "გულსუნდა"), ზუპანი (ი. კალმანის "მარიცა"), მიკი (ი. დუნაევსკის "ლაღი ქარი"), გიგოია (ა. კერესელიძის "სამი პატარძალი"), ირაკლი (შ. მილორავას "შესანიშნავი სამეული"), ფრედი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), ბარნაბი (რ. ლაღიძის "მეგობრები"), პაბლო (გ. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა"), კურკა, კინტო ("კურკას ქორწილი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.33; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.174 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |