Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოშრევან ავალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარის ტრესტ "ხიდმშენი N2 N401" ხიდმშენი მატარებლის (დნეპროპეტროვსკი) - ოსტატად და სამუშაოთა მწარმოებლად; ასევე, უკრაინის, ბელორუსიის, ლიტვის, ლატვიის, რუსეთის სარკინიგზოხიდების აღდგენა-მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1954 წელს მონაწილეობდა "ზესტაფონი-ჭიათურის" ფართოლიანდაგიან ხაზზე ხიდების მშენებლობასა და 1956 წელს ჩრდილოეთ კავკასიის მონაკვეთზე სარკინიგზო ხიდის რეკონსტრუქციაში;მისი ხელმძღვანელობით აშენდა ლივონის ხიდი (230მ) მდ. დვინაზე, 210 მ. სიგრძისა და 42 მ. სიმაღლის რკინაბეტონის ექსპერიმენტული თაღოვანი ხიდები კრივოი როგსა და რიგაში; 1961 წელს მწყობრში ჩადგა საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი კორპუსი, ასევე, ხიდები და გზაგამტარები "მარნეულ-მადნეულის" და "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო გზებზე, როკის გადასასვლელზე, ორი გზაგამტარი და თაღოვანი რკინაბეტონის ხიდი მდ. რიონზე (ქუთაისთან). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.39 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |