შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუსუფ კობალაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი. 1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით და გარდასახვის უნარით. განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა გმირულ-რომანტიულ და ტრაგიკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") ქართული საბჭოთა თეატრის მონაპოვრად ითვლება. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 564 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |