The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუსუფ კობალაძე

იუსუფ კობალაძე
Date of birth:25 May, 1906
Date of death:1985  (at 78 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი.

1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით და გარდასახვის უნარით. განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა გმირულ-რომანტიულ და ტრაგიკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") ქართული საბჭოთა თეატრის მონაპოვრად ითვლება. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 564

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1945-)

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: