შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გრაკალი, კასპის რაიონი. დაამთავრა გორის ქალთა შრომის მე-4 სკოლა 1925 წელს. 1926-1934წწ. მუშაობდა სცენისმოყვარედ გორის რკინიგზის მუშათა კლუბთან არსებულ დრამწრეში, შემდეგ გადავიდა გორის მუშათა ცენტრალური კლუბის დრამწრეში; 1938 წლიდან გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტასია, ჯიბგირი (ი. გედევანიშვილის "გადასასვლელზე"), ქაბატო, დიდედა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კაწაწა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), სალომე (ა. წერეთლის "კინტო"), ანუშკა, გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პოლინა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), მარსედინა (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სმერალდინა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ფრაუ მილერი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |