Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა მოსია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი. 1936 წელს სოფ. დარჩელის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ზუგდიდის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბიბლიოთეკარად; 1937 წელს სტაჟიორად ჩაირიცხა ზუგდიდის თეატრში; 1939 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. ზუგდიდის თეატრის სცენაზე მის მირ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიოზ ფაღავა (ვ. გუნიას "და-ძმა"), კორშუნოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ოთარბეგი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), რაიკომის მდივანი, ჯონ რაიტი (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", "ჩაძირული ქვები"), ბორისი (ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე"), იულიუს ფუჩეკი (მ. ბურიაკოვსკის "პრაღა მაინც ჩემია"), ხადილა (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), საქუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ბეკინა, კირილე (დ. კლდიაშვილის "სამანისვილის დედინაცვალი"), დონ სეზარი (ა. დემენუას და ი. დენერის "დონ სეზარ და ბაზანი"), კაც ზვამბაია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), ბეგი (შ. დადიანის "გვირგვლიანების ოჯახი"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ზურაბ ქართველაძე (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.68; ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |