The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ცანავა

Legal name:ონისიმე ცანავა
Date of birth:25 February, 1894
Date of death:29 May, 1950  (at 56 years)
Category:Public official, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნალეფსოვო, ახლანდენი სენაკის რაიონი.

რევოლუციური მოძრაობის მონაწილე რუსეთსა და საქართველოში. 1912 წელს ხონის სახელოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სევასტოპოლის სავაჭრო ფლოტის საზღვაოსნო სასწავლებელში. პარალელურად მუშაობდა სევასტოპოლის ნავსადგურში ზეინკლად. 1914 წელს ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც 1915 წელს დააპატიმრეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს აქტიურად მონაწილეობდა სევასტოპოლის ადგილობრივ პოლიციასა და მეფის არმიის ოფიცერთა განიარაღებაში, შემდეგ სევასტოპოლის საბჭოს შექმნაში, პერეკოპის დაცვაში, გერმანელი ოკუპანტებისა და დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წლის ივნისში კვლავ დააპატიმრეს. 1919 წლიდან მუშაობა დაიწყო მექანიკოსად ფოთში და განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. მალე დააპატიმრეს და 1920 წლის აგვისტოში აზერბაიჯანში გადაასახლეს. 1921 წლის მარტში დაბრუნდა საქართველოში, იმავე წლის მაისში დანიშნეს ფოთის ნავსადგურის უფროსად. შემდგომ პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.186

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია , წევრი (1917-)
  • საქართველოს მეზღვაურთა კავშირის ცენტრალური გამგეობა, გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1919-)
  • საქართველოს მეზღვაურთა კავშირის ცენტრალური გამგეობის პრეზიდიუმი, წევრი (1919-)
  • ფოთის პირველი არალეგალური პარტიული კონფერენცია , დელეგატი (1919-)
  • ფოთის საქალაქო კომიტეტი, წევრი (1919-)

Share: