Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ არშბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს და 1965 წელს - თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. 1961 წლიდან მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში; 1981 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" პერსპექტიული პროექტირების და წყალთა მეურნეობისა და ენერგეტიკის განყოფილებებს; იყო სს "ჰიდროსაინჟინრო კომპანიის" საპროექტო სამუშაოების მენეჯერი: მონაწილეობდა ჰიდროელექტროსადგურების ოპტიმალური სამუშაო რეჟიმების საკითხთა დამუშავებაში, ჰიდროაგრეგატების ნატურულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებში, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის დადგენასა და მათ ოპტიმალურ განაწილებაში, ჰიდროენერგეტიკული წყალსაცავების ოპტიმალური მუშაობის რეჟიმების დადგენაში, წყალსამეურნეო ბალანსების შედგენაში; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კონსულტანტად; არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.57-58; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 20 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |