The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ასათიანი

Date of birth:27 May, 1933
Date of death:1995  (at 61 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტში" კონსტრუქტორად. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მთავარ ინჟინრად; 1966-1967 წწ. მონაწილეობდა მიწისძვრისგან დანგრეული ქ. ტაშკენტის აღდგენაში. იყო საქართველოს სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; შემდეგ პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო სამმართველობის მთავარ ინჟინრად; 1973-1974 წწ. მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტროში მთავარ კონსულტანტად მეტროლოგიის საკითხებში; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "მაღლივმშენის" სამმართველოსა (1974) და მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს საშენი კონსტრუქციების ქარხნის (1985) მთავარ ინჟინრად; უშუალოდ მონაწილეობდა სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების, საწარმოო ნაგებობების მშენებლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.59



Share: