Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიტალი ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ვანი, ვანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენისა" და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1974 წელს გადავიდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში, სადაც მუშაობდა ინჟინრად, მთავარ დისპეტჩერად; 1978-1989წწ. იყო ამავე ტრესტის სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა ქალაქ თბილისის საცხოვრებელი და კომუნალური ობიექტების მშენებლობაში, აგრეთვე, კულტურულ-საგანმანათლებლო და ბინათმშენებლობის ობიექტების მშენებლობაში ენგურზე, ჟინვალში, გარდაბანში და სხვა რაიონებში; არაერთგზის დაჯილდოვდა საქართველოს მთავრობის საპატიო სიგელითა და საპატიო მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.63 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |