The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხასან ანანიძე

Date of birth:1887
Date of death:1984  (at 97 years)
Category:Singer

Biography

სიმღერა უფროსმა ძმამ შეასწავლა; თორმეტი წლისამ უკვე კარგად იცოდა ბევრი გურულ-აჭარული ხალხური სიმღერა; სანდრო კავსაძის, ძუკუ ლოლუას, ვარლამ სიმონიშვილისა და სხვების მსგავსად, მანაც სცადა მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბება; ქობულეთის რაიონში მის მიერ დაარსებულმა გუნდმა ნაყოფიერი მუშაობა დაიწყო; გუნდში უჩადრო გოგონებიც მღეროდნენ, ცეკვებსაც ასრულებდნენ, უმთავრესად - "ხორუმს"; გუნდი ხშირად მართავდა კონცერტებს ქობულეთში, აჭყვითში, ჩაქვში; მის მიერ მოგვიანებით შექმნილმა სოფელ ლეღვას თვითმოქმედმა კოლექტივმა თავი ისახელა მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, პირველი ხარისხის სიგელი და ფულადი ჯილდო ერგო ხელმძღვანელს, გუნდსა და მოცეკვავეებს; 1937 წელს მომდევნო რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ასეთივე წარმატება მოიპოვა გუნდმა; გუნდი თბილისელი მსმენელის წინაშე საინტერესო, მრავალფეროვანი აჭარული ხალხური სიმღერებით წარდგა; მას კონსერვატორიაში მოუსმინეს და კარგი შეფასება მისცეს; გუნდი წარმატებით გამოვიდა რადიოშიც; ხასან ანანიძე ინდივიდუალური შემსრულებელიცაა, 1957 წელს თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე წარმატებული გამოსვლისათვის საპატიო სიგელი მოიპოვა.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 47

Awards and Honors

  • 1958 - აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკი

Share: