Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა ბერაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წებელდა, გულრიფშის რაიონი. თვრამეტი წლის ასაკიდან მუშაობდა ქ. სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკაში, სადაც ჩამოაყალიბა მომღერალთა პატარა ჯგუფი და ფაბრიკაში კონცერტები გამართა; შესანიშნავად უკრავდა ჩონგურზე; მრავალ მუშა ქალს შეასწავლა ამ საკრავზე დაკვრა და სიმღერა; მან შორს გაითქვა სახელი თავისი მოქნილი ხმითა და სიმღერების ფაქიზი შესრულებით; ეს გარემოება არ გამოჰპარვია მხედველობიდან აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელს კიწი გეგეჭკორს, რომელმაც თავისი ანსამბლის სოლისტად მიიწვია; ოც წელზე მეტ ხანს(1938-1959) მღეროდა სახელმწიფო ანსამბლში, სადაც ყოველთვის გამოირჩეოდა დისციპლინითა და შესრულების მაღალი დონით; ის სოხუმში სხვადსხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების მომღერალთა გუნდებს უწევდა ხელმძღვანელობას; იყო სოხუმის ქალაქკომის პირველი და მეორე მოწვევის დეპუტატი; სამამულო ომის დროს ჩატარებული მუშაობისათვის მრავალი ჯილდოთი იქნა დაჯილდოვებული. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 58 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |