The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ბაღოშვილი

გია ბაღოშვილი
Legal name:გრიგოლ ბაღოშვილი
Date of birth:15 June, 1951  (66 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით 1975 წელს.

1977-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 1979-1987წწ. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორად; 1987 წელს დაინიშნა საპროექტო ორგანიზაცია "ბათუმარქპროექტის" დირექტორის მოადგილედ; 1989-2003წწ. იყო რეგიონული საპროექტო შემოქმედებითი ორგანიზაცია "საქარქპროექტის" ბათუმის ფილიალის დირექტორი; 2004 წლიდან მუშაობდა შპს "ბათუმგამწვანების" დირექტორად, ხოლო 2006 წლიდან სსიპ "ზღვისპირა პარკის", 2008 წლიდან კი ა (იპ) "ქ. ბათუმის პარკებისა და სკვერების გაერთიანების"  დირექტორის მოადგილედ; 1999-2005წწ. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საქართველოსა და აჭარის არქიტექტორთა კავშირების გამგეობის წევრი; პროექტებიდან აღსანიშნავია: აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის რეკონსტრუქცია (1992), ტურისტულ კომპლექს "თანამგზავრის" კოტეჯები, სასტუმრო "წერეთელი" (ბათუმში, 2000წ.); გარდა ამისა შესრულებული აქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები ქ. ბათუმში (1992-2000წწ.); აქტიურად მონაწილეობს ძველი ბათუმისა და ზღვისპირა პარკის რეკონსტრუქცია-დაპროექტებაში; არის არაერთი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსის ლაურეატი და არქიტექტურული ნფორუმებისა და საერთაშორისო სემინარების მონაწილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.73-74

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1980-)
  • სსრკ არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1980-)

Awards and Honors

  • 2002 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია, არქიტექტურის დარგში
    ქ. ბათუმის სულიწმიდის კათოლიკური ეკლესიის პროექტირება-მშენებლობისათვის

Share: