შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბეციაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის I საფერშლო სკოლა 1943 წელს. თორმეტი წლის ასაკიდან თბილისში გადავიდა და სწავლა შრომის მეოთხე სკოლაში განაგრძო, სადაც სიმღერას დავით ჭკუასელი ასწავლიდა; სასკოლო გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო; სამამულო ომის წლებში მუშაობა დაიწყო ფერშლად გურჯაანის ევაკოპუნქტში; მღეროდა პლეხანოვის სახელობის კლუბში(გუნდს გიორგი ბიღაძე ხელმძღვანელობდა); იმ დროს მრავალი კონცერტი გამართეს დაჭრილებისთვის; შემდეგ, ევაკოჰოსპიტალში დაჭრილებისა და მომსახურე პერსონალისაგან გუნდი ჩამოაყალიბა და ბევრი კონცერტი გამართა; 1946-1950წწ. იყო კაჭრეთის სარაიონო გუნდის გამგე, განაგებდა კაჭრეთისა და ჯიმითის საშუალო სკოლების გუნდებს; კვალიფიკაციის ასამაღლებლად თბილისს რამდენჯერმე ეწვია და ხალხური შემოქმედების სახლში სადირიჟორო კურსები გაიარა; აქ ისწავლა მუსიკის ანბანი, ჩონგურსა და ფანდურზე დაკვრა; 1950 წლიდან მუშაობა დაიწყო გურჯაანის საშუალო სკოლაში, აგრეთვე შექმნა გუნდები სარაიონო კულტურის სახლში და სოფელ გურჯაანის სასოფლო კლუბში; ხელმძღვანელობდა გუნდებს საკონსერვო ქარხანაში და კალაურის, მუკუზნის ველისციხის, ჩუმლაყის და სხვა კოლმეურნეობებში, იმუშავა სკოლებში, აგრეთვე გურჯაანის ღვინის ქარხნის, მუკუზნისა და კარდანახის საბჭოთა მეურნეობების გუნდებში; შექმნა აგიტმხატვრული ბრიგადები და მრავალი კონცერტი გამართა როგორც თვით გურჯაანში, ასევე მეზობელ რაიონებში; 1961 წლის მაისში საბჭოთა საქართველოს 40 წლისთავის გამო გამართულ ზეიმზე მისი გუნდიც მიიწვიეს; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 61
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |