The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ბეციაშვილი

Date of birth:1926
Date of death:1998  (at 72 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის I საფერშლო სკოლა 1943 წელს.

თორმეტი წლის ასაკიდან თბილისში გადავიდა და სწავლა შრომის მეოთხე სკოლაში განაგრძო, სადაც სიმღერას დავით ჭკუასელი ასწავლიდა; სასკოლო გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო; სამამულო ომის წლებში მუშაობა დაიწყო ფერშლად გურჯაანის ევაკოპუნქტში; მღეროდა პლეხანოვის სახელობის კლუბში(გუნდს გიორგი ბიღაძე ხელმძღვანელობდა); იმ დროს მრავალი კონცერტი გამართეს დაჭრილებისთვის; შემდეგ, ევაკოჰოსპიტალში დაჭრილებისა და მომსახურე პერსონალისაგან გუნდი ჩამოაყალიბა და ბევრი კონცერტი გამართა; 1946-1950წწ. იყო კაჭრეთის სარაიონო გუნდის გამგე, განაგებდა კაჭრეთისა და ჯიმითის საშუალო სკოლების გუნდებს; კვალიფიკაციის ასამაღლებლად თბილისს რამდენჯერმე ეწვია და ხალხური შემოქმედების სახლში სადირიჟორო კურსები გაიარა; აქ ისწავლა მუსიკის ანბანი, ჩონგურსა და ფანდურზე დაკვრა; 1950 წლიდან მუშაობა დაიწყო გურჯაანის საშუალო სკოლაში, აგრეთვე შექმნა გუნდები სარაიონო კულტურის სახლში და სოფელ გურჯაანის სასოფლო კლუბში; ხელმძღვანელობდა გუნდებს საკონსერვო ქარხანაში და კალაურის, მუკუზნის ველისციხის, ჩუმლაყის და სხვა კოლმეურნეობებში, იმუშავა სკოლებში, აგრეთვე გურჯაანის ღვინის ქარხნის, მუკუზნისა და კარდანახის საბჭოთა მეურნეობების გუნდებში; შექმნა აგიტმხატვრული ბრიგადები და მრავალი კონცერტი გამართა როგორც თვით გურჯაანში, ასევე მეზობელ რაიონებში; 1961 წლის მაისში საბჭოთა საქართველოს 40 წლისთავის გამო გამართულ ზეიმზე მისი გუნდიც მიიწვიეს; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 61



Share: