Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხასან მიქელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძენწმანი, ქედის რაიონი. 1938 წელს, ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მსახიობად მუშაობდა ხულოს (1938-1940; 1942-1948), ბათუმის (1940-1941) თეატრებში. 1948-1952 წლებში იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი, ხოლო 1952 წელს კვლავ ბათუმის თეატრშია. ხასან მიქელაძე ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია: გიჟუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გელა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), დავით დადიანი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), გელა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), კოტე (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), პოლკოვნიკი ბატურინი (ნ. ბოიარინოვის "იმათ მხარეში"), გრაფი დელინერი (ა. დენერის და კორშონის "ორი ობოლი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.48; ცნობილი ქართველი მუსლიმები: facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |