The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ბერიძე

Legal name:გიორგი ბერიძე
Date of birth:1927
Date of death:1999  (at 72 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1954 წელს.

1955-1966წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სახვაჭრობპროექტში" არქიტექტორის, უფროსი არქიტექტორის, პროექტების მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე, სადაც მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტდა და აშენდა სპორტული მაღაზია რუსთავში (რეკონსტრუქცია), კვებისა და ვაჭრობის ობიექტები ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომში; 1966 წლიდან იყო საქართველოს ტურიზმის საბჭოში ტექზედამხედველთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1969 წელს დაბრუნდა საპროექტო ინსტიტუტ "სახვაჭრობპროექტში" ტიპური პროექტირების განყოფილების უფროსისა და პროექტების მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე; 1984 წლიდან მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში იყო, ჯერ მთავარი ინჟინერი, ხოლო 1993 წლიდან გარდაცვალებამდე - დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.82


Share: