The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ბერუჩაშვილი

გურამ ბერუჩაშვილი
Date of birth:21 January, 1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში"; იყო მშენებელი ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1974-1978წწ. მივლინებული იყო თურქეთში ისკანდერუმის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობაზე; 1978-1980წწ. კვლავ მუშაობდა ტრესტ  "ამიერკავკასტრანსმშენში" მთავარ ტექნოლოგად; 1980-1990წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი და კურირებდა ყველა სახეობის სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობას; 1990 წელს დაინიშნა სს "ტრანსმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზა, თბილისის რკინიგზის ვაგზალი, სამრეწველო, საქალაქო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების არაერთი ობიექტი; განხორციელდა საქართველოს საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქცია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.86; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.288

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სატრანსპორტო კომპლექსების მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აფხაზეთის ომის პერიოდში აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის
  • საპატიო რკინიგზელი

Share: