Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ბიბილეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენბლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1985-1986წწ. იყო ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1986-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1991 წელს დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "აგრომშენის" N4 სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად; 2004 წლიდან, ტრესტის შპს "ივერიამშენ-2"-ად გარდაქმნის შემდეგ, მისი გენერალური დირექტორია; უშუალოდ მონაწილეობდა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სამოქალაქო დანიშნულების არაერთიობიექტის, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის (ყოფილი საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის) შენობის და სხვათა მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.87-88; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.95 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |