The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოშრევან ბურჭულაძე

ნოშრევან ბურჭულაძე
Date of birth:1 May, 1946  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1969 წელს.

1969-1973წწ. მუშაობდა ქ. ჩელიაბინსკის N4 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენის" მაგნიტოგორსკის N416 სამშენებლო სამმართველოში საკონსტრუქციო ბიუროს პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1973-1982წწ. ქ. თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსის" ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების მთავარი ინჟინერი იყო; 1982-1986წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს კომბინატ "გვირაბხიდმშენინდუსტრიის" ტექნიკურ განყოფილებასა და საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა; 1986-1993წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "ავტოხიდის" დირექტორის მოადგილე იყო; 1993-1994წწ. მუშაობდა სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" მცხეთის ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1994-2000წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შპს "მცხეთის ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს" დირექტორად; 2000 წლიდან მუშაობს შპს "ხიდმშენი-99"-ის დირექტორად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.105; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.438

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების მედალი
    ქ. ამბროლაურში მდინარე რიონზე ხიდის მშენებლობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისა და მისი მოკლე ვადაში დამთავრებისათვის

Share: