Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სუზანა ბეჟანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. განათლება მიიღო თელავის ქალთა გიმნაზიაში. სცენაზე პირველად გამოვიდა 1908 წელს თელავის სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. 1911 წლიდან ზუბალაშვილის სახალხო სახლთან არსებულ თბილისის მუშათა თეატრშია. იმავე პერიოდში მიიწვიეს და პარალელურად მუშაობდა მსახიობად ქართულ პროფესიულ თეატრში. სხვადასხვა დროს იყო ბათუმის (1912-1914), ქუთაისის (1915-1917), შოთა რუსთაველის (1918-1937) თეატრების მსახიობი. 1938 წელს გადავიდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ვოდევილების თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. შესრულებული აქვს ორასამდე როლი, მათ შორის: დედა(ა. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ნენე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), სალომე (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ზაალის დედა(ს. შანშიაშვილის "არსენა"), ბოჩკარიოვა (ალ. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), მადამ ქსინდიასი (ლ. სლავინის "ინტერვენცია"), სოფია ბერსენევა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), აღათი (ვ. შკვარკინის "ნაბიჭვარი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.79; Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |